ერევნის სამთავრობო სახლში ხანძარი გაჩნდა

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სამთავრობო სახლში ხანძარი გაჩნდა.
როგორც სომხური მედია სახანძრო-სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით წერს, ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო მანქანა.
“ინფორმაცია ერევანში მდებარე №1 სამთავრობო სახლში გაჩენილი ხანძრის შესახებ დღეს დილით 9:03 საათზე შემოვიდა. ინციდენტის ადგილას მობილიზებულია 6 სახანძრო მანქანა”, – ნათქვამია სახანძრო-სამაშველო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაცია დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ არ ვრცელდება, სავარაუდოდ შენობაში იმ დროისთვის არავინ იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები