9 დაშავებული და ერთი დაღუპული-პაკისტანში ტერაქტი მოხდა

პაკისტანის დასავლეთით, წუხელ ტერაქტი მოხდა. ინციდენტის შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია 9 მოქალაქე. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ანადოლუ” ავრცელებს.
“დანაღმული მოტოციკლეტის აფეთქების შედეგად პაკისტანში ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 9 დაშავდა”, – ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აფეთქება ქალაქ დერა-მურად-ჯამალიში მოხდა. უცნობმა მამაკაცმა მოტოციკლი დანაღმა და ააფეთქა.
ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას საკუთარ თავზე არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები