დავით ნარმანია რუსთაველის გამზირზე მეუღლესთან და ვაჟთან ერთად მივიდა

კოალიცია “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია რუსთაველის გამზირზე მეუღლესა და ვაჟთან ერთად მივიდა და სხვადასხვა სამინისტროს მიერ გამოფენილი სტენდები დაათვალიერა. ნარმანიამ საქართველოს მოსახლეობას 26 მაისი მიულოცა და ისურვა, რომ ერთიან საქართველოში ვიცხოვროთ.
“ძალიან მნიშვნელოვანი დღეა 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, როცა მთელი ქვეყანა ზეიმობს დღევანდელ დღეს. საინტერესო ფორმატია აქ წარმოდგენილი. გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი ამ ფორმატით დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას და გაამართლა ნამდვილად.
ძალიან ბევრი ხალხია, უხარიათ, სურათებს იღებენ, ნახულობენ, თუ რა მიღწევები გვაქვს ტექნიკის სფეროში. რა არის ჩვენი მომავალი, როგორი განვითარებულია ამა თუ იმ მიმართულებით ჩვენი ქვეყანა. ბევრი რამ, რაც საჯარო დაწესებულებებმა წარმოადგინეს, საინტერესოა. მეგონა, ბევრი რამ მე თვითონ ვიცოდი, თუმცა ბევრი საინტერესო რამ მე თვითონაც ვნახე აქ.
ვულოცავ მთელს საქართველოს დღევანდელ ლამაზ დღეს, მინდა ვისურვო, რომ ერთიან და მთლიან საქართველოში ვიცხოვროთ”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები