ნიუ – იორკის ყოფილი გუბერნატორი ცოლს ეყრება

  ნიუ – იორკის ყოფილმა გუბერნატორმა ელიოტ სპიტცერმა და მისმა მეუღლემ სასამართლოში განქორწინებაზე შეიტანეს განცხადება, –  წერს “The New York Daily News”-ი . მათმა ადვოკატებმა საჭირო საბუთები 14 იანვარს გააფორმეს, თუმცა ინფორმაცია მედიაში მხოლოდ დღეს გავრცელდა, მოგვიანებით კი ინფორმაცია  სპიტცერის პრესმდივანმაც დაადასტურა. რატომ გადაწყვიტეს განქორწინება, ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა, როგორც ირკვევა, მათ  ქონების გაყოფა მოუწიათ.  ელიოტ სპიტცერი და მისი მეუღლე  26 წელი ერთად ცხოვრობდნენ და მათ სამი ქალიშვილი ჰყავთ. ნიუ-იორკის ექსგუბერნატორმა ელიოტ სპიტცერმა თანამდებობა 2008 წელს დატოვა, რადგან ის მეძავებთან კავშირის გამო  სკანდალში გაეხვა.  ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი  ელიოტ სპიტცერი იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები