კიევში ქართველი “კანონიერი ქურდი” “თენგო გალსკი” დააკავეს

კიევში ქართველი “კანონიერი ქურდი” თენგო გალსკი დააკავეს.  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კრიმინალურ ავტორიტეტს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული ჰქონდა. მათივე ცნობით, “თენგო გალსკი” უკვე მესამედ დააკავეს.
36 წლის “კრიმინალური ავტორიტეტი” “კანონიერი ქურდად” სანკტ-პეტერბურგში “მოინათლა”.
ბოლო პერიოდში ის თურქეთის და საბერძნეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. 2018 წლის ოქტომბერში მას უკრაინის საზღვარი დაატოვებინეს. თუმცა, მან ქვეყანაში დაბრუნება მაინც შეძლო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები