დავით ჭიჭინაძე TBC-ზე: თუ სესხის აღება უნდოდათ, საკუთარ თავზე გაეცათ, რატომ მოიშველიეს სხვადასხვა სქემა

 

იქ მართლა შეინიშნება ის ნიშნები, რაც რეალურად არ უნდა მომხდარიყო, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ TBC ბანკის ირვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
ჭიჭინაძე TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„როგორც ვიცი, ხაზარაძე ბანკს არ ტოვებს, უბრალოდ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს აქციონერების მოთხოვნით . ეს მისი გადაწყვეტილება არ არის, ეს აქციონერების გადაწყვეტილებაა, ეტყობა, რომ გაეცნენ სიტუაციას, ისინი ეროვნულ ბანკთან, რეგულატორთან ბრძოლის წინააღმდეგები არიან, იმიტომ, რომ იქ მართლა შეინიშნება ის ნიშნები, რაც რეალურად არ უნდა მომხმდარიყო. თუ სესხის აღება უნდოდა, საკუთარ თავზე გაეცათ და რატომ მოიშველიეს სხვადასხვა სქემა, ეს ნებისმიერ ცივილურ სამყაროში ძალიან ცუდ ტონად აღიქმება. შესაბამისად, იმ ადამიანებმა, ვინც აქციონერები არიან, ალბათ, თავისი კაპიტალის დასაცავად გადაწყვიტეს, რომ გარიგებაზე წავიდნენ რეგულატორთან. ეს ასე ხდება მსოფლიოში,როცა ბანკს რამე უკანონო ქმედებაში ამხელენ, ბანკი პირდაპირ მიდის თანამშრომლობაზე რგულატორთან, აჯარიმებენ , რა ჯარიმის ოდენობასაც დააკისრებენ, იმას იხდიან და ამით მთავრდება.

რაც შეეხება საქმიანობას ანაკლიის პორტთან მიმართებაში, ეს არის არაპროფილური საქმიანობა, შესაბამისად, ბანკები არ არიან იმისთვის, რომ პორტები და კორპუსები აშენონ, ამას ამოეფარონ და რადგანაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, ამის გამო მიიღონ ინდულგენცია, რომ კანონი დაარღვიონ.
ხაზარაზე TBC -ის თუ ტოვებს, მაშინ აქციებიც უნდა დატოვოს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ ვაპირებო, შესაბამისად ჯგუფში რჩება, უბრალოდ მმართველი არ იქნება.
საკუთარი თავის გატოლება, რასაც ჩვენ ბოლოს ვისმენდით, რომ, თურმე TBC არის დამოუკდიებლობის და რუსეთთან ბრძოლის ბოლო ხაზი , ღმერთმა დაგვიფაროს , რომ საქართველო ბანკის იმედად დარჩეს“- განაცხადა ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. როგორც მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე.
„მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად.
იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს – ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა“, – ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.

„თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს მამუკა ხაზარაძის გარდა ბადრი ჯაფარიძეც ტოვებს.
„თიბისი ბანკი“ წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს, – ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ „თიბისი ბანკის“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე – ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის TBC ბანკისთვის.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები