თეა წულუკიანი: ყველა ინდივიდი თავისუფალია, ბატონი მხოლოდ კანონია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მინისტრი ქართველ ერს უსურვებს ძალას, რომ შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, რომლითაც ვიამაყებთ.
,,ქართველებო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღესასწაულს! ღმერთმა მოგვცეს კიდევ მეტი ძალა, რომ შევქმნათ ისეთი ეროვნული, დემოკრატიული და ძლიერი სახელმწიფო, რომლითაც ვიამაყებთ და ვიტყვით, რომ დიახ, ჩვენ ვართ უბატონო, დამოუკიდებელი ერი, სადაც ყველა ინდივიდი თავისუფალია, ბატონი მხოლოდ კანონია და ეროვნული პროგრესი მთავარი სიტყვაა! გილოცავთ!“,- წერს თეა წულუკიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები