მაია ფანჯიკიძე: 26 მაისი სხვადასხვა ქვეყნებში, საქართველოს საელჩოებშიც აღინიშნება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, 26 მაისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საქართველოს საელჩოებშიც აღინიშნება.
„დღევანდელი დღე საქართველოს ეკუთვნის, ამიტომაც ის არის სახალხო დღესასწაული. ღონისძიებები გაიმართება საქართველოს 12 ქალაქში და ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ყველა საელჩო აღნიშნავს”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მინისტრის ცნობით, ხვალ ის დაესწრება მიღებას ნიუ-იორკში, ხოლო ზეგ – ვაშინგტონში. ამასთან, თბილისში დღეს დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოში აკრედიტებული ელჩები და საპატიო კოსნულები მონაწილეობენ.