საფრანგეთში, ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საფრანგეთში, ქალაქ არლში მდებარე ვინსენტ ვან გოგის მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეში პირველად გამოიფინება.

გამოფენაზე პირველი მარტიდან დამთვალიერებელი ნიკო ფიროსმანაშვილის 29 და ვინსენტ ვან გოგის 1884-1889 წლებში შესრულებულ 6 ნამუშევარს იხილავს. მათ შორის ისეთ შედევრებს, როგორებიცაა „არლელიქალბატონი“, „ხის მჭრელი“, „ფეხსაცმელები“, „მთესავი ჩამავალი მზის ფონზე“.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914″ პარიზის ზდანევიჩის ფონდიდან. წიგნში შესულია პაბლო პიკასოს გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“.

გამოფენაზე თანამედროვე ხელოვნების სივრცე  თანამედროვე მხატვართა ნამუშევრებს დაეთმობა. მათ შორის იქნება ცნობილი იაპონელი არქიტექტორის, ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა, რომელიც იაპონელმა არტისტმა ფიროსმანის ხსოვნას მიუძღვნა.

დამთვალიერებელი აგრეთვე იხილავს ჯორჯ ბაზელიცისიოშიმოტო ნარას, ანდრო ვეკუას, შირანაშაბაზის, კრისტინა ფორერის, ადრიან გენისა და რაფაელა ვოგელის ნამუშევრებს.

გამოფენების მთავარი მიზანია ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები