იურიდიულ კომიტეტში ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩავარდა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

ცვლილებებს დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში განიხილავდნენ. დეპუტატებს პროექტი ერთ-ერთმა ავტორმა, ეკა ბესელიამ, წარუდგინა.

კანონპროექტი პარლამენტის ცხრა წევრმა მოამზადა. ცვლილებების თანახმად, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.

ცვლილებების ინიციატორებმა საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს და საკითხი დღეს პირველი მოსმენით განიხილეს. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე ჩავარდა, ის პლენარული სხდომის ფორმატში განიხილება.

კანონპროექტს ხელს აწერენ: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები