დავით ჭიჭინაძე: უმრავლესობიდან წავედი, რათა დავბრუნდე, მოვაყენებ ხალხს, ესეც კარგად დაიმახსოვრეთ
დავით ჭიჭინაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას სისტემის გაჯანსაღების მნიშვნელობაზე ისაუბრა და პარტია „ქართული ოცნებიდან“ მისი გარიცხვა გაიხსენა.
„მამუკა მდინარაძემ საჯაროდ თქვა, პარტიიდან გავრიცხეთო. უმრავლესობიდან მე თვითონ გავედი. ერთი რამ იცოდეთ, წავედი, რომ დავბრუნდე და მოვაყენებ ხალხს, ესეც კარგად დაიმახსოვრე“, – მიმართა მდინარაძეს ჭიჭინაძემ.
დავით ჭიჭინაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა. „მობრძანდით, არ გვეშინია“, – მიმართა ოხანაშვილმა ჭიჭინაძეს.
თავის მხრივ, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმულირება არ ახსოვს.
დავით ჭიჭინაძე პარტია „ქართული ოცნების“ რიგებიდან გასულ წელს გარიცხეს, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობა თავად დატოვა.