ლაშა დარსალია გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელს, ჯიჰან სულთანოღლუს, შეხვდა.

შეხვედრაზე დეტალურად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარება დეტალურად განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მძიმე შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოთქვა, რომ ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გახსნის შემდეგ, კვლავ უცვლელია მდგომარეობა ცხინვალის რეგიონში და საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ადგილობრივი მოსახლეობის იზოლირებას და თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვას. ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის პრობლემას.

შეშფოთება გამოითქვა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების შეჩერების გამო. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა გალის შეხვედრების ფორმატის ფუძემდებლური პრინციპებისა და წესების სრული დაცვით აღდგენის საჭიროებას.

შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ ჯიჰან სულთანოღლუს მადლობა გადაუხადა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესი აქტიური ჩართულობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები