„ვასაძის შეხედულებები არ არის სახელმწიფოებრივი ხედვა“

ვასაძის შეხედულებები არ არის 21-ე საუკუნის მსოფლმხედველობა, ეს არ არის სახელმწიფოებრივი ხედვა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ გაზეთ “პრაიმტაიმთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
“პოლიტიკური ამბიციები შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს. ადამიანი უნდა შეფასდეს მის მიერ გამოხატული პოზიციებით. ჩემი აზრით, ვასაძის შეხედულებები არ არის 21-ე საუკუნის მსოფლმხედველობა. ეს არ არის სახელმწიფოებრივი ხედვა. ვფიქრობ, ეკლესიამ უნდა იმსჯელოს თავისი გამოხატვის ფორმებზე. ჩემთვის ეკლესია და ქრისტე სიყვარულის ქადაგებაა და არა მუქარა.
ქრისტიანულ რელიგიას ინკვიზიციაც ახსოვს. იმედია, ამ ყველაფერს გაიხსენებენ, გაიხსენებენ იმასაც, როცა ქრისტეს სახელით ჯორდანო ბრუნო დაწვეს. ეს გამოიარა ქრისტიანობამ, იმედი მაქვს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია არ დაადგება ამ გზას. მე არ ვფიქრობ, რომ ეკლესიაში რეფორმის აუცილებლობაზე უნდა ვისაუბრო, თუმცა მათ ზღვარი არ უნდა დაკარგონ საერო და სასულიერო ცხოვრებას შორის”, – აცხადებს კორძაია გაზეთ “პრაიმტაიმთან”ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები