ეკა ბესელია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხზე: საკმარისი დროა იმისთვის, რომ კომიტეტს დაეწყო ამ საკითხის განხილვა

უკვე მესამე კვირაა და არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ იურიდიულ კომიტეტს დაეწყო ამ საკითხის განხილვა, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხზე განაცხადა.
ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების კანონპროექტი დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ დადგება.
“უკვე მესამე კვირაა და არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ იურიდიულ კომიტეტს დაეწყო ამ საკითხის განხილვა. დღესაც არ არის დღის წესრიგში ჩასმული, სამწუხაროდ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჭიანურდება საკითხის განხილვა. ვადები აქვს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პარალელურად იუსტიციის საბჭომ რვა მოსამართლე ისევ უვადოდ დანიშნა და გაამწესა, ვიდრე ამ საკითხს პარლამენტი გადაწყვეტდა, ეს არის ის დამატებითი არგუმენტი, რომელიც გვაძლევს საფუძველს, რომ დღეს ბიუროს სხდომაზე კენჭი ეყაროს, არის თუ არა მზად პარლამენტი​​ დაჩქარებული წესით ამ კვირაში დაიწყოს განხილვა. კონსტიტუციურობის ტესტს ყველა კანონპროექტი გადის პარლამენტში, ამიტომ რა არის არგუმენტი, რის გამოც ვინმე ეჭვქვეშ აყენებს ამ საკითხს, ამაზე ჩვენ კამერების წინ კი არ უნდა ვისაუბროთ, კომიტეტზე უნდა იყოს განხილვა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ცხრა წევრმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები