საქართველოში მენინგიტის 306 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მენინგიტის 306 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, 25 მაისის მდგომარეობით, შემთხვევების უმეტესობა – 169 თბილისშია რეგისტრირებული. ქუთაისში – 51 შემთხვევაა აღრიცხული, აჭარაში – 18 და რუსთავში – 11 შემთხვევა.
თბილისში ვირუსული მენინგიტით ყველაზე მეტად 5-9 წლის ბავშვები არიან ინფიცირებული, მათი რაოდენობა 90-მდე აღწევს. შემდეგ ასაკობრივ ჯგუფს 2-4 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ – 60 შემთხვევით, 10-14 წლის ასაკის ბავშვები – 40-ზე მეტი შემთხვევით.
25 მაისს, თბილისის ორ კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის 10 შემთხვევა დაფიქსირდა. ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მეტი რაოდენობა – 20 შემთხვევათ თბილისში 22 მაისს გამოვლინდა. დაავადებათა ცენტრში აცხადებენ, რომ თბილისში შემთხვევების რაოდენობამ იკლო. ვირუსული მენინგიტი ხელის კონტაქტის შედეგად გადადის და ჰიგიენის დაცვა აუცილებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები