,,მე ვერ ვიტყოდი, რომ ლევან დავითაშვილი დაქვეითებულია, მინისტრთა კაბინეტიდან ფიზიკური გასვლა არ ნიშნავს იმას, რომ მას რაიმე რეგალია, ან ცოდნა მოაკლდა – ეკონომიკურ საბჭოში მდივანი არის საკმაოდ მაღალი რეგალია” , – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საკადრო ცვლილებები გასაკვირი არ არის.
“მე ვერ ვიტყოდი, რომ იგი დაქვეითებულია. მინისტრთა კაბინეტიდან ფიზიკური გასვლა არ ნიშნავს იმას, რომ მას რაიმე რეგალია მოაკლდა, რაიმე ცოდნა მოაკლდა, ან მისი საჭიროება ამ სივრცეში, რასაც ჰქვია ეკონომიკური საქმიანობა, არის რაიმე ნიშით დაკნინებული. იგი არის მდივანი ეკონომიკური საბჭოში და პრემიერის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში. ჯერ ეს ერთი, მდივანი ეკონომიკურ საბჭოში არის საკმაოდ მაღალი რეგალია. მეორე – საკადრო ცვლილებაც არ უნდა გაგვიკვირდეს. ხდება საკადრო ცვლილებები. ორნაირი ცვლილება შეიძლება მოხდეს. ერთი – დაითხოვო ადამიანი, დაემშვიდობო და მეორე – მის ადგილას მოიყვანო სხვა და თვითონ ის ადამიანი გადაანაცვლო არანაკლებ საპასუხისმგებლო პოზიციაზე,” – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა. ის მარიამ ქვრივიშვილმა შეცვალა.