გიორგი გვარაკიძე: საზოგადოებისადმი პროკურატურის ღიაობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება – მკაცრი პოლიტიკა იქნება გატარებული განსაკუთრებით ნარკორეალიზატორების მიმართ

,,საზოგადოებისადმი პროკურატურის ღიაობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, ჩემი გენერალური პროკურორობის პერიოდში”,- ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

,,საზოგადოება უნდა იყოს საქმის კურსში ყველა იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე რასაც აკეთებს და ახორციელებს პროკურატურა.
ნარკოდანაშაული ყველაზე დიდი გამოწვევაა დღეს საქართველოში. ყოველდღე ჩნდება ახალი ნარკოტიკული საშუალება და მისი გავრცელების ახალი გზები. ვუერთდები იმ პათეტიკას რასაც ჰქვია შეურიგებელი პოლიტიკა ნარკოდანაშაულის მიმართ, მკაცრი პოლიტიკა იქნება გატარებული განსაკუთრებით ნარკორეალიზატორების მიმართ “,- განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები