ირანი აცხადებს, რომ ისრაელთან ომში გამარჯვება მოიპოვა

ირანის ეროვნული უშიშროების უზენაესმა საბჭომ, ისრაელთან ზავის მიღწევის შესახებ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ირანმა ომში გამარჯვება მოიპოვა, – იტყობინება ირანული მედია.

„ერის ღრმა გააზრებისა და სათანადო ქცევის, მებრძოლების სიბრძნისა და ბრძოლის და აგრეთვე ბრძენი ხელმძღვანელობისთვის ღვთიურ ჯილდოდ იქცა გამარჯვება, რომელმაც მტერი აიძულა ენანა, ეღიარებინა მარცხი და ცალმხრივად შეეწყვიტა აგრესია“, – ნათქვამია ირანის ეროვნული უშიშროების უზენაესი საბჭოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები