„უსასრულო მოგზაურობა“ – უნგრელი მხატვრის იოჟეფ სურჩიკის გამოფენა გაიხსნა

გალერეა „იარტში“ უნგრელი მხატვრის იოჟეფ სურჩიკის გამოფენა – „უსასრულო მოგზაურობა“ გაიხსნა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის საავტორო ტექნიკით შექმნილი 30 ნამუშევარი. ასევე, გამოფენილია უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის სახელობის ჯილდოს მფლობელი ქართველი მხატვრების ნახატები.
მიხაი ზიჩის სახელობის ჯილდო 5 წლის წინ, საქართველოში უნგრეთის საელჩომ დააწესა. ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და ხელოვნების განვითარებაში.
გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა და საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანა მარია შიკო დაესწრნენ.
საქართველოში უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერით გამართული გამოფენა 28 ივნისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები