აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამსტერდამში ჩავიდა, სადაც ნატოს სამიტს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის ლიდერი უსაფრთხოების ალიანსის 32 ლიდერს შეხვდება და ნიდერლანდების მეფის მიერ ორგანიზებულ ვახშამს დაესწრება.
აშშ-ის პრეზიდენტმა თვითმფრინავში ჟურნალისტებთანაც ისაუბრა და ისრაელს მადლობა გადაუხადა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისთვის.
ამასთან, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს ელოდება.
აღსანიშნავია, რომ ეს აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ნატოს სამიტია 2019 წლის შემდეგ.