ზელენსკი: რუსეთი ნატოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებს გეგმავს

უკრაინის დაზვერვამ გაარკვია, რომ რუსეთი ნატოს ქვეყნების ტერიტორიაზე ახალი სამხედრო ოპერაციების ჩატარებას გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგაში თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი დაზვერვა ამას ადასტურებს. რუსეთი ნატოს ტერიტორიაზე ახალ სამხედრო ოპერაციებს გეგმავს“, – აღნიშნა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.

მანვე დასძინა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინაში რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უნდა შეაჩერონ, რადგან კრემლის ლიდერის მიზანი უკრაინის საზღვრებსაც სცდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები