ნეთანიაჰუ: ჩვენ ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელმა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია.

როგორც ნეთანიაჰუმ ისრაელელი ხალხისადმი მიმართვისას აღნიშნა, ისტორიული მოვლენა – აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმები ისრაელის მხარდასაჭერად – „იმ დიპლომატიური კამპანიის ნაყოფია, რომელსაც ის [სტრატეგიულ საქმეთა] მინისტრ რონ დერმერთან ერთად ხელმძღვანელობდა“.

„ისრაელს თეთრ სახლში არასდროს ჰყოლია პრეზიდენტი ტრამპის მსგავსი მეგობარი და დიდ მადლობას ვუხდი მას ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, ნეთანიაჰუმ ირანი მკაცრად გააფრთხილა და თქვა, რომ „თუ ვინმე, შეეცდება ბირთვული პროგრამის აღდგენას, ისრაელი მას იგივე შეუპოვრობით, იგივე ძალით გაანადგურებს“.

„ვიმეორებ, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი“, – დასძინა ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები