„თუ სიონისტური რეჟიმი არ დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტას, ირანიც არ დაარღვევს მას“ – ირანის პრეზიდენტი
„თუ სიონისტური რეჟიმი არ დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტას, ირანიც არ დაარღვევს მას“, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი აცხადებს.
ამასთან, ნატო-ს სამიტზე გამგზავრების წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელი გააკრიტიკა და თქვა, რომ ქვეყანამ შეთანხმება დაარღვია.
„ისრაელი, როგორც კი შეთანხმება დავდეთ, გამოვიდა და უამრავი ბომბი ჩამოყარა, რამდენიც მანამდე არასდროს მინახავს. არნახული რაოდენობის. არ ვარ კმაყოფილი ისრაელით. როდესაც ვთქვი, კეთილი, ახლა 12 საათი გაქვთ, პირველივე საათში, რაც გაგაჩნია, ყველაფერს არ ისვრი, ამიტომ არ ვარ კმაყოფილი ისრაელით. არც ირანით ვარ კმაყოფილი“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.