თურქეთის პარლამენტის სპიკერი თანამდებობას ტოვებს

თურქეთის პარლამენტის სპიკერი, ბინალ ილდირიმი დღეს თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ილდირიმი სტამბულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის ოფიციალურ წარდგენასთან დაკავშირებით, დღეს 20:00 საათზე გამართავს ბრიფინგს, სადაც ამჟამად დაკავებული პოსტის დატოვებაზეც განცხადებას გააკეთებს.
როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, ვიცე-სპიკერის თანამდებობას პარლამენტის დეპუტატი ჯელალ ადანი დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში მუნიციპალიტეტის არჩევნები 2019 წლის 31 მარტს ჩატარდება. მუნიციპალური არჩევნები ქვეყანაში ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები