“სამი მზე” – ჩინეთში იშვიათი მოვლენა დაფიქსირდა (ვიდეო)
ჩინეთში სამხრეთ გებეის პროვინციაში ცაზე უცნაური მოვლენა დააფიქსირეს. მზის ორი მხრის ნათებამ ილუზია შექმნა, თითქოს ცაზე სამი მზე ანათებდა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი “ამერიკის ხმა” ავრცელებს.
მედიის ცნობით, ასეთი მოვლენა ძალიან იშვიათია, ეს ოპტიკური ილუზიის ფენომენი ათი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
აღნიშნული ოპტიკური ფენომენი ყინულის კრისტალებისგან იქმნება, რომელიც გარკვეულ სიმაღლზე წყლის ორთქლისგან წარმოიქმნება. კრისტალები მზის სინათლის გარდატეხას ახდენენ და თავისებურ ანარეკლს აყალიბებენ.