ეროსი კიწმარიშვილი: ადრე თუ გვიან “მაესტროს” დამფუძნებლებს დავსჯი
ადრე თუ გვიან “მაესტროს” დამფუძნებლებს დავსჯი, მათ ჩემი გაძლიერების საშინელი შიში აქვთ – ამის შესახებ რუსთავის მერობის კანდიდატმა ეროსი კიწმარიშვილმა გაზეთ “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში განაცხადა.
“მაესტროს დამფუძნებლებს ჩემი გაძლიერების საშინელი შიში აქვთ, იმიტომ რომ მათ იციან, ვინ არის მართალი ამ ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მოგებული სასამართლო პროცესებით ჰგონიათ, რომ გამარჯვებას მიაღწიეს. მათ აქვთ უფლება, ინერვიულონ. მე მაქვს მათთან დავის პროცესი და უზენაესი სასამართლო უკვე 10 თვეა, ვერ იღებს გადაწყვეტილებას. ასე რომ, ეს პროცესი გრძელდება”, – აცხადებს კიწმარიშვილი.