მამუკა ბახტაძე: აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახლავთ და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა დღეს ყველაზე მაღალ დონეზეა

აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახლავთ და საქართველო-აშშ-ის  ურთიერთობა დღეს ყველაზე მაღალ დონეზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენში აშშ-ის თტავდაცვის მდივან პატრიკ შანაჰანთან გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავდაცვის მდივანთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული საუბარი გაიმართა.
“აშშ-ი გახლავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და საქართველო-აშშ-ის დღეს ურთიერთობა ყველაზე მაღალ დონეზეა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება, ეს არის ყველა ექსპერტის შეფასება. ვინაიდან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ასე ღრმავდება, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ გრძელვადიან პროგრამებზე. ხუთწლიანი პროგრამა სწორედ ამას გულისხმობს და მასში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები, რომელიც ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესშია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები