სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის შენობის სახურავი ჩამოინგრა – 20 მდე ადამიანი შენობაშია ჩარჩენილი

სანქტ-პეტერბურგის ინფორმაციული ტექნოლოგიების, მექანიკის და ოპტიკის კვლევითი უნივერსიტეტის შენობის სახურავი მაშინ ჩამოინგრა, როდესაც დაწესებულებაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა. რუსული მედიის ცნობით, 60-მდე პირის ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა შენობაში 20 ადამიანი კვლავ იმყოფება.
სანქტ-პეტერბურგის ცენტრალური ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან სამაშველო და. სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ასევე სამართალდამცველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
წინასწარი ინფორმაციით, უნივერსიტეტში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. შემთხვევა სწორედ სამუშაოების დროს ტექნოლოგიურმა დარღვევებმა გამოიწვია.
ცნობილია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების, მექანიკის და ოპტიკის კვლევითი უნივერსიტეტის შენობა ლომონოსოვის ქუჩაზე მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები