“თბილისში K2 კოეფიციენტის გაზრდის აკრძალვა, ქალაქის იერსახის ჩამოყალიბებისათვის, პოზიტიური გადაწყვეტილებაა”

0

 

ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ თბილისში K2 კოეფიციენტის გაზრდის აკრძალვა, დედაქალაქის სასურველი იერსახის ჩამოყალიბებისათვის, უდავოდ პოზიტიური გადაწყვეტილებაა.
“წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებმა, კერძოდ კი – გაზრდილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2 კოეფიციენტი) საფუძველზე გაცემულმა მშენებლობის ნებართვებმა, გამოიწვია თბილისის მუნიციპალიტეტში ქაოტური განაშენიანება. დღეს, დავდექით იმ რეალობის წინაშე, სადაც, ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, უფრო კონკრეტულად – კი ერთი და იმავე ფუნქციურ ზონაში, ზოგიერთ მიწის ნაკვეთზე კ-2 კოეფიციენტის გაზრდის გამო, სხვადასხვა სიდიდის შენობები შენდება, რაც დედაქალაქის ქაოტურ განაშენიანებას იწვევს. ამდენად, ეს გადაწყვეტილება უდავოდ დროულია, ვინაიდან იგი სწორ და ერთგვაროვან განაშენიანებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი