26 მაისი
10:00
მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანტეონში, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
11:00
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე და დავით ლორთქიფანიძე ზემო სვანეთში, უშგულის სოფელ ჩაჟაში ერთობლივად შაფასებენ არსებულ მდგომარეობას და დაგეგმავენ უშგულის მუზეუმის სარესტავრაციო პროცესებსა და ტერიტორიის ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს.
11:00
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საფეხბურთო ჩემპიონატს გამართავს. ჩემპიონატი გაიმართება შავი ზღვის უნივერსიტეტის ფეხბურთის სტადიონზე.
11:00
სააპელაციო სასამართლო “ქართული ოცნების” რუსთავის მერობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე “არასაპარლამენტო ოპოზიციის” სარჩელს განიხილავს. საკონტაქტო პირი: თენგიზ ომანიძე 555 79 08 75
11:30
“პირველ პრესკლუბში” “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” დიღმის მაჟორიტარობის კანდიდატი რამაზ გაგნიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
“პირველ პრესკლუბში” “ევრაზიული არჩევანის“ ლიდერი არჩილ ჭყოიძე და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართველი ემიგრანტების“ თავჯდომარე ზვიად ყუშიტაშვილი პრესკონფორენციას გამართავენ. თემა: 28 მაისს პრეზიდენტის სასახლის წინ დაგეგმილი აქციის მოთხოვნები და მიზნები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
„FrontNews“–ის პრესკლუბში, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. მისამართი: ფალიაშილის 33–ა საკონტაქტო ნომრები: 247 36 56; 595 032 032
12:00
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ნუგზარ წიკლაური პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 26 მაისი.
12:00
რუსთაველის გამზირზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდს დაათვალიერებს, სტენდი წარმოდგენილი იქნება რუსთაველის თეატრის მოპირდაპირე მხარეს.
12:00
ევროპის მოედანზე, “ბასტი ბუბუს” წარმოდგენა “ფიროსმანი” და სხვადასხვა დროის ცნობილი საბავშვო სიმღერების კონცერტი გაიმართეაბ.
12:30
“პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა ჟღენტი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 26 მაისი, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები და ევროპასთან ინტეგრაცია.
13:00
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ფოთში დაკავებული გურამ ლაშქარავას ადვოკატები ლადო სანიკიძე და ზაალ კინტირია, ლაშქარავას უკანონი დაკავებასთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებთან ერთად საგანგებო განცახდებას გააკეთებენ.
13:30
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი, შალვა ობგაიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა:26 მაისი.
13:30
ევროპის მოედანზე, ვაჟთა ვოკალურ ანსამბლ “მძლევარის” კონცერტი გაიმართება.
14:00
ევროპის მოედანზე, ავთანდილ მამაცაშვილის დირიჟირობით, კამერული ორკესტრის კონცერტი გაიმართება.
15:00
ევროპის მოედანზე, “შავფაროსნების” წარმოდგენით ქართული საბრძოლო ხელოვნების სანახაობა გაიმართება.
16:00
ევროპის მოედანზე, “რეტრო ბენდი”-კინომუსიკის კონცერტი გაიმართება.
17:00
ევროპის მოედანზე, თბილისის “ბიგ ბენდის” კონცერტი გაიმართება.
18:00
ევროპის მოედანზე, ჯგუფი “ნიუტონი” კონცერტს გამართავს.
19:00
ევროპის მოედანზე, სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი “თელა” კონცერტს გამართავს.
20:00
ევროპის მოედანზე, ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” კონცერტს გამართავს.
21:00
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯგუფი “GOOFYLAND”-ი დათო ხუჯაძესთან ერთად კონცერტს გამართავს.
22:30
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, DJ REMBO დაუკრავს.