ხვალ, ბაჩანა შენგელიას პროკურატურაში გამოკითხავენ

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ხვალ, ბაჩანა შენგელია გამოიკითხება.
ბაჩანა შენგელია გამოძიებამ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს დაიბარა; თუმცა, შენგელიას თხოვნით, გამოკითხვა ხვალ, 14:00 საათზე დაიწყება.
ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები