სერგეენკო ლიეჟში გამართულ შეხვედრაზე: “მნიშვნელოვანია დიასპორის ჩართულობა, მაგრამ არა იმ ფორმით, რაც ვნახეთ”

“მნიშვნელოვანია დიასპორის ჩართულობა, მაგრამ არა იმ ფორმით, რაც ჩვენ ვნახეთ”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა შეკრების შეფასებისას განაცხადა: „პოლიტიკური ბედი საქართველოში წყდება და არა – ემოციურად დაძაბულ შეხვედრებზე. რაც შეეხება იმას, ვინ ჩავიდა ამ შეხვედრაზე და ვინ არ ჩავიდა – ამას ვერ გეტყვით. რასაც ვუყურე – ასეთი ვნებათაღელვა და ფორიაქი – გადასარევი და მომხიბლავი მართლაც არ იყო”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები