ეკა ბესელია: უვადო მოსამართლეების დანიშვნის შეჩერების შესახებ ინიციატივას, პრინციპის დონეზე, მოწინააღმდეგე არ ჰყავდა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ეკა ბესელია, მიიჩნევს, რომ მის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, ხელმომწერი დეპუტატების გარდა, კიდევ ბევრი მხარდამჭერი ეყოლება.
როგორც მან აღნიშნა, კონსტიტუცია იძლევა იმის საშუალებას, რომ, 2025 წლამდე მოსამართლეების უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით, გამოყენებული იყოს გამოსაცდელი ვადა: „უნდა შევაჩეროთ მოსამართლეთა უვადო გამწესება, რადგან, კონსტიტუციით, გარდამავალი დებულებები გვაძლევს ამის შესაძლებლობას, 2025 წლამდე გამოყენებული იყოს გამოსაცდელი ვადა. იქ საწინააღმდეგო არავის უთქვამს. გულში ვინ რას ფიქრობდა, მე არ ვიცი. მაგრამ იმისთვის არის უმრავლესობის სხდომა, რომ თუ ვინმეს ჰქონდა განსხვავებული პოზიცია, უნდა ეთქვა. იდეას, პრინციპის დონეზე, მოწინააღმდეგე არ ჰყავდა. ხმამაღლა, ყოველ შემთხვევაში, არ უთქვამს. მთავარია, რომ ჩვენ პრინციპის დონეზე ვთქვით – საჭიროა გარკვეული პაუზა, რაც სამართლებრივად შეაჩერებს ამ პროცესს. ვინც იცის კონსტიტუცია, ვინც იცის სამართლის ფილოსოფია, ვინც ერკვევა კანონებში, მან უნდა ილაპარაკოს, არასერიოზულ კომენტარებზე მე დროს არ დავკარგავ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები