ანრი ოხანაშვილი: უვადოდ მოსამართლეთა არჩევის თაობაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა სულ მცირე კონსტიტუციურობის ტესტი უნდა ჩააბაროს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უვადოდ მოსამართლეთა არჩევის თაობაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა სულ მცირე კონსტიტუციურობის ტესტი უნდა ჩააბაროს.

როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, ინიციატივა კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს.

„ჩვენი ამოცანაა, საკითხზე ვიმსჯელოთ და ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც უკეთესი სასამართლო სისტემით იქნება ნაკარნახევი. ვნახოთ, ინიციატივას დასახული აქვს თუ არა მიზნად უკეთესი სასამართლო სისტემის არსებობა.

დაუშვებელია, კონსტიტუციის მიღმა გავიდეთ. მით უმეტეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმ დღის წესრიგს არასოდეს არ გადაუხვევს, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.

კანონპროექტების მომზადებას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ, განჭვრეტადი მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ინიციატივა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იყოს. ავტორებმა დასაბუთება უნდა წარმოადგინონ. კომიტეტის სხდომაზე ძალიან საინტერესო პროცესი იქნება, იქ გამოჩნდება, ყველას, პირველ რიგში ავტორების კომპეტენცია კონსტიტუციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები