ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო.  ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

“საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ზუგდიდის N6 -ე საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას”,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე 2018 წლის ნოემბერში ჩატარდა.

ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს ინსულტით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები