ეკა ბესელია უვადოდ გამწესებული მოსამართლეებისთვის რეგულაციების გასამკაცრებლად ახალ ინიციატივას მოამზადებს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია იმ მოსამართლეების შესახებ, რომლებიც უკვე უვადოდ არიან გამწესებული, ახალ ინიციატივას მოამზადებს.
ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატის თქმით, ინიციატივა უკვე უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით განსახორციელებელ რეგულაციებს შეეხება. ბესელიას თქმით, ის უახლოეს დღეებში შეხვედრებსა და კონსულტაციებს გამართავს და მხოლოდ ამის შემდეგ ისაუბრებს დეტალებზე.
“ვამზადებთ ახალ ინიციატივას, რომელზეც გვექნება კონსულტაციები და რამდენიმე დღეში გაგიზიარებთ გეგმას, რომელიც ეხება უკვე უვადოდ დანიშნული მოსამართლეების თემას, თუ რა სამართლებრივი რეგულაციები შეიძლება არსებობდეს. ამისთვის საჭიროა, კონსტიტუციური ცვლილების გზა და ვნახავთ, თუ ვინ დაუჭერს ამ ინიციატივას მხარს. ფაქტია, რომ მივადექით მნიშვნელივან საკითხს და საბჭოს დღევანდელი სხდომაც ადასტურებს, რომ ინიციატივა აბსოლუტურად სწორია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები