ვალესა და ბათუმის აეროპორტში, ისრაელისა და თურქეთის მოქალაქეების ხელბარგში ნარკოტიკები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში “ვალე” და “ბათუმის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელისა და თურქეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ნარკოტიკული (18 აბი) და ფსიქოტროპული (11აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
„საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. აღნიშნულ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლების 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები