შსს-მ თბილისში, ტრანსგენდერი ქალის ცემის გამო, ერთი პირი დააკავა

სამართალდამცავებმა თბილისში, ტრანსგენდერი ქალის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, ერთი პირი დააკავეს – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს.
უწყების პრესსამსახურის განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 178-ე მუხლებით მიმდინარეობს. შემთხვევა ორთაჭალაში წუხელ, ღამის საათებში მოხდა. დაზარალებულის განმარტებით, კლიენტმა, რომელიც, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ნაცემმა ქალმა დახმარება მეგობარს სთხოვა, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები