რუსთავში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

რუსთავში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ირკვევა, ბიძის მიერ რუსთავში დღეს დილით მოკლული გოგიტა ირემაძე რუსთავის მე-15 საჯარო სკოლის მე-7 კლასში სწავლობდა. 29 წლის მამაკაცს, მის ბიძას კი, რომელმაც ის დანით მოკლა, ბოლო დროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და არაადეკვატურად იქცეოდა.
მკვლელობაში ბრალდებულის მეგობრები ამბობენ, რომ მათ მამაკაცი გუშინვე რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა იქ ურჩიეს, რომ 29 წლის მამაკაცს ფსიქიატრიული საავადმყოფო ესაჭიროებოდა. ამის შემდეგ, მეგობრებმა მამაკაცი თბილისში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათ, საავადმყოფოში პაციენტის დატოვების სანაცვლოდ, წინასწარ 3 ათასი ლარის გადახდა მოსთხოვეს.
„შევხედეთ, რომ რაღაც არაადეკვატურად იქცეოდა ჩვენი მეგობარი და ამის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ წაგვეყვანა რუსთავში კლინიკაში. როდესაც მივიყვანეთ რუსთავში, გადასხმა, ანალიზები გაუკეთეს და გვითხრეს, რომ ჩვენი პაციენტი არ არისო. თბილისში იყო წასაყვანი, ფსიქიატრიულში. ამის შემდეგ, ისევ ჩვენ, მეზობლებმა და მეგობარმა გადავწყვიტეთ, წაგვეყვანა თბილისში, ფსიქიატრიულში და იქ რაც მოხდა.. ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. ერთგან ადგილები არ ჰქონდათ, მეორეგან თანხა მოგვთხოვეს და ამან გამოიწვია, რომ დღეს პატარა ბავშვი დაიღუპა“, – ამბობს მამაკაცის მეგობარი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები