თურქეთში საქართველოს მოქალაქემ თურქი ბიზნესმენი დააყაჩაღა (ვიდეო)

თურქი ბიზნესმენის ბურაკ კარაბაკის სახლში მძარცველი შეიჭრა და 500 ათასი ნაღდი ფული, საათები და ძვირფასი ქვები მოიპარა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა ადგილიდან მიმალვა მოახერხა, თუმცა სამართალდამცველებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შემოწმების შემდეგ, მისი დაკავება შეძლეს. როგორც მედია თურქ სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, დაკავებული საქართველოს მოქალაქე რაულ თურმანიძე აღმოჩნდა.
შემთხვევა 26 იანვარს მოხდა. ბიზნესმენს სახლში დაბრუნებისას სეიფის კარი ღია დახვდა. პოლიციამ დაცვის კამერების შემოწმება დაიწყო და დამნაშავის იდენტიფიცირება მალევე შეძლო. მძარცველი საქართველოს მოქალაქე, რაულ თურმანიძე აღმოჩნდა, როგორც ირკვევა, ის სხვა კრიმინალურ დანაშაულებებთანაც იყო დაკავშირებული. გასულ ზაფხულს თურმანიძე ასევე ძარცვისთვის, სამ თანამზრახველთან ერთად, დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები