სტამბოლში 6 სართულიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად, რომელსაც რამდენიმე სართული უკანონოდ ჰქონდა დაშენებული, დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ტელეარხი “NTV” იუწყება.
ტელეარხის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ატელიე იყო განთავსებული, სადაც 20-25 ადამიანი მუშაობდა.
შესაბამისად, ნანგრევების ქვეშ ამ დრომდე, დაახლოებით, 20 ადამიანი რჩება. მაშველები თითქმის 48 საათია შეუჩერებლად ახორციელებენ სამაშველო ოპერაციებს.