მიხეილ ბატიაშვილი: დღეს ჩვენი სისტემა სრულად დეპოლიტიზებულია

დღეს ჩვენი სისტემა სრულად დეპოლიტიზებულია, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მე-6 სკოლის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ზუგდიდის მე-6 სკოლის თემის პოლიტიზება, მგონია, რომ ზედმეტია. არ მინდა ძველი დროის გახსენება. არც შედარებებს ვაკეთებ. თუმცა ძალიან ბევრი მაგალითის მოტანა არის შესაძლებელი. ჩვენი მიზანი, ჩვენი მოწოდება არის სკოლის რეფორმა, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ახალი დღის წესრიგის შექმნა. ჩვენ მზად ვართ, თუმცა არ ვეთანხმებით, რომ თუნდაც პოლიტიკური რისკების თავიდან ასაცილებლად საარჩევნო პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი. თქვენ ხართ პოლიტიკოსები და შეგიძლიათ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები