გედევან ფოფხაძე: ღირსების საკითხია, რომ ია კერზაიას საქმეზე ობიექტური სურათი მივიღოთ

 

,,ქალბატონი ია იძლეოდა ინტერვიუებს და ამბობდა, რომ მასზე არის ზეწოლა და ფაქტია ისიც, რომ ამ ყველაფრის ფონზე გარდაიცვალა ეს ქალბატონი. მგონია, რომ ჩვენი ღირსების საკითხია, ობიექტური სურათი მივიღოთ ამ ყველაფერზე” – ასე მიმართა პარლამენტის საკომიტეტოს მოსმენაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს.

„ფაქტია ის, რომ ინსპექტირება მოხდა არჩევნების პერიოდში, ფაქტია, რომ ქალბატონი ია იძლეოდა ინტერვიუებს და ამბობდა, რომ მასზე არის ზეწოლა და ფაქტია ისიც, რომ ამ ყველაფრის ფონზე გარდაიცვალა ეს ქალბატონი. მგონია, რომ ჩვენი ღირსების საკითხია, ობიექტური სურათი მივიღოთ ამ ყველაფერზე. მგონია, რომ ვდგავართ იმ ფაქტის წინაშე, რაც მორალურ ვალდებულებებს გვიჩენს პასუხები გავცეთ კითხვებს. თუ იყო პოლიტიკური ტერორი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომავლისთვის, რომ პოლიტიკური ტერორი ამ ქვეყანაში დარჩეს წარსულად“,- განაცხადა ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები