ბექა ოდიშარია ოპოზიციას: არ გვინდა შოუს ელემენტები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მე-6 სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით, ოპოზიციას შოუს ელემენტებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„მინდა, ბოდიში მოვუხადო ოჯახის წევრებს, რომ აქ ასეთი რამ ხდება. ეს არის ძალიან მძიმე ამბავი. ქალბატონი აღარ არის, ახლა შვილი აქ ზის. ხომ არ შეიძლება, ეს ვაქციოთ რაღაც მიზანსცენად. ასეთ დონეზე რომ მოვა ოჯახის წევრი და აქ დადგება,  მესმის, ეს რას ნიშნავს. შევიკავოთ  თავი. ადამიანურად მინდა რომ მოგიწოდოთ, არ გვინდა შოუს ელემენტები“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

დეპუტატმა ოპოზიციას გარდაცვლილის ოჯახის წევრების პატივისცემისკენ მოუწოდა.

„ოპოზიციის დეპუტატებს მოგმართავთ, მოდით, გავერკვეთ. თუ ვინმე დამნაშავეა, დავსაჯოთ.  კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ქალბატონი გარდაიცვალა, თუ  გვაინტერესებს, ვინ არის დამნაშავე, ცივსისხლიანად გავყვეთ ამ ამბავს. თუ ვინმე დამნაშავეა, დავსაჯოთ, წინასწარ გიწევთ ხელს, რომ დავსაჯოთ და თუ არა, მაშინ ადამიანებს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ, თან, გავუფრთხილდეთ ოჯახს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები