მერაბ ქვარაია: პროფესიული სასწავლებელი არა მარტო სამეგრელოს, არამედ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებსაც მოემსახურება

ზუგდიდსა და სამეგრელოს რაც შეიძლება მალე სჭირდებათ მაღალი დონის პროფესიული სასწავლებელი, რომელიც მოამზადებს კვალიფიციურ პროფესიულ კადრებს კომპიუტერული ტექნოლოგიების, ტურიზმის, აგრო თუ სხვა სექტორებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი სასწავლებლები არა მარტო სამეგრელოს, არამედ აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებსაც მოემსახურება.
„ზუგდიდსა და სამეგრელოს რაც შეიძლება მალე სჭირდებათ მაღალი დონის პროფესიული სასწავლებელი, რომელიც მოამზადებს კვალიფიციურ პროფესიულ კადრებს კომპიუტერული ტექნოლოგიების, ტურიზმის, აგრო თუ სხვა სექტორებისთვის. ასეთი სასწავლებელი არა მარტო სამეგრელოს, არამედ აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებსაც მოემსახურება და ხელს შეუწყობს დასაქმების საკითხის გადაწყვეტას. ასეთი ტიპის სასწავლებელი, ტექნიკური კოლეჯი წლების წინათ არსებობდა და დღეს აუცილებელია, ის ახალი მოდიფიკაციითა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღდგეს”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა და სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები