“ამ ინიციატივას ჩვენს კოლეგებს ვთავაზობთ და იმედია რომ მას უმრავლესობა მხარს დაუჭერს”

„შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა.
ეკა ბესელია პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს.
ამასთან, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითხოვს. კანონპროექტს ხელს აწერს 9 დეპუტატი.
ეკა ბესელია იმედს გამოთქვამს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
„შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა. პარალელურად დავიწყოთ ორგანულ კანონზე მუშაობა და სამართლებრივად მოწესრიგდეს ის ნორმები, რომლებიც ეხება მოსამართლეთა დანიშვნას. ამ ინიციატივას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ინიციატივას ჩვენს კოლეგებს ვთავაზობთ და იმედია რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს”, – განაცადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები