საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ატოცში, სადაც ხანძარია, 4 ბრიგადას გზავნის

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური საუკოპაციო ხაზთან, ატოცში, სადაც ხანძარი გაჩნდა 4 ბრიგადას გააგზავნის.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საოკუპაციო ხაზთან, ქართული მხარის არაკონტროლირებად ტერიტორიაზეა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გამხმარ ბალახს წაეკიდა.
ატოცში, ხანძრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში დათო ქაცარავამ და ლაშა ბერულავამ გაავრცელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები