დიღომში მომავალი განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა დაიწყება

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, კომაროვის სკოლა გაფრთოვდება და ახალი შენობა დიდ დიღომში იქნება განთავსებული.
როგორც მან აღნიშნა, მარტში, 15 ჰექტარზე მომავალი განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა დაიწყება.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც განხორციელდება და რომლის აქტიური მშენებლობაც მარტში დაიწყება, ეს არის მომავალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი. ეს არის 15 ჰექტარზე განთავსებული მომავალი ქალაქი. ასევე გაფართოვდება კომაროვის სკოლა. კომაროვი არის ქართული განათლების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში. ამიტომ, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს, როგორც კომაროვს, ასევე სხვა ასეთ წარმატებულ სკოლებს.
​მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ სწორედ დიდ დიღომში იქნება წარმოდგენილი კომაროვის ახალი სკოლა. ანუ დარჩება ძველი კომაროვის სკოლაც და დაემატება ახალი. შესაბამისად, გაცილებით მეტ ბავშვს მივცემთ შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი დონის განათლება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები