ოთარ დანელია: ჩემთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ გუნდი, როგორც არის ისე
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ გუნდი, როგორც არის ისე, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან განუცხადა.
“არ შეიძლება გუნდიდან წასვლაზე ან მოსვლაზე ვისაუბროთ ასე ხელაღებით და ემოციების გარეშე. ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ გუნდი, როგორც არის ისე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რის ფასად ვინარჩუნებთ ამ გუნდს, რომ ის ღირებულებები არ დაიკარგოს, რითიც ჩვენ თავის დროზე გავერთიანდით“, – განაცხადა დანელიამ.