Facebook-ის “მესენჯერს” გაგზავნილი შეტყობინებების წაშლის ფუნქცია დაემატა

Facebook-ის “მესენჯერს” შეტყობინებების წაშლის ფუნქცია ორმხრივად დაემატა. ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
“მესენჯერიდან” ბოლო 10 წუთის განმავლობაში გაგზავნილი შეტყობინებების წაშლა გახდა შესაძლებელი, როგორც საკუთარ მიმოწერაში, ასევე მასთან, ვისაც უგზავნით შეტყობინებას. შეგახსენებთ, რომ ამის შესაძლებლობა მხოლოდ Facebook-ის შემქმნელს, მარკ ცუკერბერგს ჰქონდა. მასთან მიწერილი შეტყობინებები სოციალურ ქსელში ავტომატურად იშლება გარკვეული დროის შემდეგ. Facebook მომხმარებლები ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, ამიტომ ცუკერბერგის დაპირების შესაბამისად, ზემოხსენებული ფუნქცია სოციალური ქსელის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები